Onda Cero: დღეს "რეალი" ლოპეტეგის მოხსნის და ხვალ კონტეს დანიშვნას გამოაცხადებს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" განადგურების (1:5) შემდეგ მადრიდის "რეალმა" მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

რადიოსადგურ Onda Cero-ს ცნობით, ლოპეტეგის დღეს მოხსნიან და ხვალ მადრიდის დროით 13:00 საათზე მის ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშვნას იუწყებენ.

ის ამჟამად ეგვიპტეში ისვენებს და დღესვე გაფრინდება დანიშნულების ადგილას.

ბლანკოსის კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ლოპეტეგის სიკვდილამდე დაიცავენ, მაგრამ გადაწყვეტილებას "ზევით" იღებენ და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვერ წავლენ.

სერხიოს თქმით, ერთხელ ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებოდნენ და იმ სეზონში მაინც მოიგეს ლა ლიგა.

"სამეფო გუნდი" მეცხრე დგილზეა და ლიდერ "ბარსას" 7
ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული