ლოპეტეგი ყველაზე ცუდი მწვრთნელია პერესის ეპოქაში - ღირდა კი ეს ნაბიჯი ამ ფასად?

AutoSharing Option
ხულენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალიდან" გათავისუფლებულია.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი ივნისში გააფორმა. მანამდე ის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ლოპეტეგიმ ნაკრები სკანდალით დატოვა: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუს რუბიალესმა ლოპეტეგი მუნდიალის დაწყებამდე გაათავისუფლა, რადგან ლოპეტეგი მალულად "რეალთან" აწამოებდა მოლაპარაკებას.

ლოპეტეგის ხელმძღვანელობით, "რეალმა" მიმდინარე სეზონში 14 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 6-ჯერ მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 6-ჯერ წააგო. ეს მაჩვენებელი საშუალოევროპული გუნდის შედეგს ჰგავს.

"რეალს" დროებით სანტიაგო სოლარი გაწვრთნის, რომელიც აქამდე "კასტილიას" წვრთნიდა.

ყველაზე მტკივნეული კი მაინც "ელ კლასიკოში" მარცხი
იყო, თანაც, როგორი მარცხი - "რეალი" "ბარსელონასთან" სტუმრად 1:5 დამარცხდა. შედეგად კი ლა ლიგაში 10 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-9 ადგილი უკავია.

Sportall.Ge

ლოპეტეგიმ, რომელიც გაათავისუფლეს, კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"რეალის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს მოცემული შესაძლებლობისთვის.

მადლობა ფეხბურთელებს მათი გარჯისა და მუშაობისთვის, ასევე, კლუბის თითოეულ თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ მათ სეზონის დარჩენილ ნაწილში", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.

ეს განცხადება არაფერს გაგონებთ? იგივე პათოსით იყო ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ.

ლოპეტეგის დათხოვნის შემდეგ ოფიციალური განცხადებით "რეალიც" გამოვიდა.

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პირველი გუნდის გამოსვლის დინამიკა შევცვალოთ, სანამ სეზონის მიზნების მიღწევა შესაძლებელი რჩება.

დირექტორთა საბჭო იაზრებს, რომ "რეალის" ფეხბურთელებსა და მიმდინარე შედეგებს შორის დიდი შეუსაბამობაა. "რეალის" 8 ფეხბურთელი "ოქროს ბურთზე" იყო ნომინირებული.

კლუბი მადლობას უხდის ხულენ ლოპეტეგის და მის სამწვრთნელო შტაბს და სამომავლო კარიერაში წარმატებას უსურვებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

ამ ყველაფრის შემდეგ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ რატომ წავიდა ლოპეტეგი "რეალში"? რატომ თქვა უარი ესპანეთის ნაკრების გაძღოლაზე მსოფლიოს ჩემპიონატზე? ეს ხომ მისი შექმნილი ნაკრები იყო, რომელთან ერთად არც ერთი მატჩი არ წაუგია. დიახ, არც ერთი. ესპანეთის ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 20 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა. 6 აქედან ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენი "ფურია როხამ" მოიგო.

ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და შემდეგ მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა. ეს ხომ მისი გუნდი იყო. რა უნდა მიეღწია "რეალთან" ისეთისთვის, რასაც მსოფლიოს ჩემპიონობა არ გადაფარავდა. ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებს ხომ მსოფლიოს ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა.

ხოლო "რეალში" გატარებული 4-ნახევარი თვე მისთვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო.

თავის დროზე ლოპეტეგიმ "რეალში" დანიშვნა მის ცხოვრებაში საუკეთესო დღედ მონათლა და ახლა ეს სამსახურიც დაკარგა.

საბოლოოდ კი, ლოპეტეგი ფლორენტინო პერესის ეპოქაში სტატისტიკურად ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა.

  • ბოლო თვის განმავლობაში "რეალმა" 7 მატჩიდან 5-ში წააგო, ბურთების შეფარდებით 4:13-ზე.
  • ლა ლიგის ბოლო 5 ტურში "რეალს" 1 ქულა აქვს. ასეთი კრახი "რეალს" 2009 წლიდან არ ჰქონია, როცა ხუანდე რამოსის დროს ბოლო ხუთი ტური წააგო.
  • 10 ტურის შემდეგ "რეალი" მე-9 ადგილზეა. ასეთი კოშმარი "რეალს" 2001/02 წლების შემდეგ არ ჰქონია.
  • 8 საათი და 1 წუთი გოლის გარეშე - "რეალის" ყველაზე მშრალი სერია ისტორიაში სწორედ ლოპეტეგის ხელმძვანელობით დაფიქსირდა.
  • "რეალის" ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელი გაათავისუფლეს უფრო სწრაფად, ვიდრე ლოპეტეგი: 2004 წელს ანტონიო კამაჩომ გუნდს მხოლოდ 6 შეხვედრაში უხელმძღვანელა.
  • საერთო სტატისტიკაც ცუდია. მოგებათა პროცენტული წილი 42.86 (14-დან 6 მოგება).

რა მოუტანა ლოპეტეგის "რეალში" გადასვლამ? არაფერი. ის "რეალში" ცუდი სახელით მივიდა, უფრო ცუდი სახელით წავიდა.

altმესის არყოფნისას სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა [VIDEO]

alt"პლზენთან" ნამატჩევს პერესს ლოპეტეგის გადაყენება დირექტორთა საბჭომ გადააფიქრებინა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქვეყნის მოღალატეს ეგ ბედი მოელის ვერაფერს ვერ მიაღწევს, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ შენი ქვეყნის ნაკრებს კლუბის სანაცვლოდ მიატოვებ მოღალატე ხარ და საკადრისიც მიიღო, ეხლა ეხვეწოს უელვას, ხიმნასტიკს, კომპოსტელას მწვრთნელად დანიშვნაზე
megre
13:55 30-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული