ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "რაიო ვალეკანო" 3:2 დაამარცხა.
"ბარსა" 87-ე წუთამდე 1:2-ს აგებდა და გაიმარჯვა.
სუარესმა ბოლო 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 გოლით ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირია.
ასულგრანა 24 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, მისი თავდამსხმელი ლეო მესი კი ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" სათამაშოდ მილანში მიყვება გუნდს.
მადრიდი. "ტერეზა რივერო". 13 785 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 სუარესი (11), 1:1 პოცო (35), 2:1 ალვარო გარსია (57), 2:2 დემბელე (87), 2:3 სუარესი (90)
რაიო ვალეკანო: ალბერტო გარსია, ადვინკულა, ამატი, გალვესი (ველასკესი 71), იმბულა, პოცო, მორენო, კომესანა, ტრეხო (ალვარო გარსია 57), დე ტომასი (ალეგრია 65), ემბარგა
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (მუნირი 67), რაფინია (დემბელე 52), არტური (ვიდალი 67), სუარესი