პოჩეტინიომ "რეალს" ური უთხრა, მარტინესის მიწვევაზე კი ორჭოფობენ

AutoSharing Option
"რეალი" ჯერაც მთავარი მწვრთნელის გარეშეა და გუნდს დროებითი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი უდგას სათავეში, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, დროებით მწვრთნელს მხოლოდ 15 დღე აქვს მუშაობის უფლება და ეს ვადა სოლარის 13 ნოემბერს ეწურება, იქამდე კი ან ახალი კანდიდატურა უნდა მოძებნონ და თუ ვერ მოძებნეს, ბლანკოსის ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნება არგენტინელ სპეციალისტს გაუფორმოს კონტრაქტი.

ამ ვითარებაში მყოფი "სამეფო გუნდის" ჩაბარების სურვილი კი არავის არა აქვს, ვინაიდან საქმის გამოსწორების მინიმალური შანსი არსებობს და თანაც, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახალ მწვრთნელსაც უთუოდ
მოხსნის.

"სანის" ცნობით, დღეს "ტოტენჰემის" მენეჯერს მაურიციო პოჩეტინიოს შესთავაზეს "რეალის" თავკაცობა და წლიურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროსაც დაპირდნენ, მაგრამ მან უარი შეუთვალა.

ერთადერთი რეალური კანდიდატი ბელგიის ნაკრების დამრიგებელი რობერტო მარტინესია, თუმცა მის საკითხში სხვა პრობლემა წარმოიშვა. კერძოდ, ის ადრე კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების მომხრე იყო და ეს კასტილიაში მას პრობლემებს შეუქმნის და კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის პერესსა და კლუბის დირექტორთა საბჭოს.

ჰოდა, ორჭოფობენ. მართალნიც არიან - ისედაც არეულია სიტუაცია და ახალი თავსატკივარი რაში სჭირდებათ?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული