პიკე: შემადგენლობაში ვერმოხვედრა დემბელეს ჭკუას ასწავლის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ თანაგუნდელ უსმან დემბელეს დაუჭირა მხარი, რომელიც ლა ლიგაზე "ბეტისთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

"მე და ჩემი თანაგუნდელები მის დახმარებას შევეცდებით. სწორედ ამისთვის ვართ საჭირონი. ფეხბურთელის შემადგენლობის მიღმა დარჩენის უამრავი მიზეზი არსებობს.

ვფიქრობ, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება უსმანს დაეხმარება.

ის ძალიან ახალგაზრდაა. ამ ასაკში შეცდომის დაშვება ადვილია. ეს პერიოდი ყველამ გავიარეთ. ფეხბურთი ეს დღე-ღამეში 24 საათი და კვირაში 7 დღეა. შენ ბურთით უნდა იცხოვრო და ისუნთქო.

შენი პოტენციალი უნდა იცოდე. იმედია, გაცდენილი შეხვედრა დემბელეს სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული