მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გასული სეზონის ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზი გადასცეს.

2017/2018 წლების სეზონში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი, მესი კი ბომბარდირი გახდა.

მესიმ 34 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან აგრეთვე "ოქროს ბუცი" მოიგო.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მესიმ 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ლიონელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ლეო! აბა ეს ფეხბურთელი არ არის ღირსი 6-ე ოქროს ბურთი გადასცენ? მაგრამ ზოგ ზოგიერთები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან.
ნონა
18:06 14-11-2018
0
კიგაზე ორჯერ კი არა 5 ბურთი ააქვს გატანილი
gaga
22:46 13-11-2018
0

სიახლეები პოპულარული