მაზინიო: რაფინია "ბარსელონას" დატოვებას იანვარში შეეცდება

AutoSharing Option
რაფინია ალკანტარას მამა და აგენტი მაზინიო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი შვილი იანვარში "ბარსელონას" დატოვებას ეცდება.

მისი თქმით, ბრაზილიელი ნახევარმცველის სურვილია, სეზონში 30-40 მატჩი ჩაატაროს, ეს კი კატალონიურ კლუბში არ გამოდის.

"რაფინია ვერ ხვდება სიტუაციის არსს. ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია. ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მან რეგულარულად ითამაშოს, როცა მას დრო ეძლევა, კარგად თამაშობს, შემდეგ კი ისევ სკამზე ხვდება, ეს კი ალკანტარასთვის იდეალური სიტუაცია არაა. წასვლის ვარიანტს განვიხილავთ, რადგან ჩემს შვილს სეზონში 30-40 მატჩის ჩატარება სურს, აქ
კი ასეთი სიტუაცია არ გვაქვს. არიან კლუბები, რომელთაც ინტერესი გააჩნიათ და იმედი გვაქვს, რომ "ბარსელონა" იანვარში მწვანე შუქს აგვინთებს", - ავრცელებს მაზინიოს სიტყვებს Diario Sport-ი.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მილანის "ინტერში" იჯარით გაატარა, წელს კი, კატალონიაში დაბრუნების შემდეგ, ლა ლიგის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altრაფინია ალკანტარა "ინტერმა" იჯარით აიყვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული