ლა ლიგას მე-13 ტურში "ატლეტიკო" და "ბარსელონა" დაზავდნენ - 1:1.
ანგარიში 77-ე წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა, მადრიდელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ შეცვლაზე შესულმა დემბელემ 90-ე წუთზე მესის პასი მიიღო და ობლაკის კარი დალაშქრა.
დიეგო კოშტას ლა ლიგაზე უკანასკნელად გოლი 9 თვის წინ ჰქონდა გატანილი.
დემბელეს გოლებმა ამ სეზონში კატალონიურ გუნდს უკვე 7 ქულა მოუტანა, რაც პრიმერაზე საუკეთესო შედეგია.
სიმეონეს ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" "ბარსელონასთან" ჩატარებული 14 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.
ხაზგასასმელია, რომ თამაში დაძაბული იყო, მაგრამ თვალსასეირო არა - მასპინძლებმა პირველად კარში 77-ე წუთზე დაარტყეს და გოლი გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა პირველად კარში 82-ე წუთზე დაარტყეს.
ასე და ამგვარად, "ბარსას" 25 ქულა აქვს და მეორეადგილოსან როხიბლანკოს კვლავ 1 ქულით უსწრებს.
30 წლის ბუსკეტსმა "ბარსაში" მე-500 მატჩი ჩაატარა.
მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 204 მაყურებელი
ატლეტიკო - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)
ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი, არაისი, სავიჩი, ლ ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (ვიტოლო 64), რ. ერნანდესი, დიეგო კოშტა (კორეა 80), გრიზმანი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, რობერტო (რაფინია 46), უმტიტი, სემედო, ვიდალი (მალკომი 85), ბუსკეტსი, არტური (დემბელე 80), მესი, სუარესი