მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით, ესპანელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა განმარტავს, გახანგრძლივების შეთავაზება აქამდე ეკონომიკური მიზეზების გამო ვერ მოხდა.
ჟორდი ალბა "ბარსელონაში" 2012 წელს "ვალენსიადან" გადაბარგდა და კატალონიური კლუბის რიგებში 250-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ესპანელი მცველით "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან. მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.
ჟორდი ალბა: უცნაურია, რომ ახალ კონტრაქტს არ მთავაზობენ; არ ვიცი, კლუბში რას ფიქრობენ