პრიმერას მე-14 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა.
"ბარსამ" 28 ქულა დააგროვა და გალიდერდა, მაგრამ თუ დღეს "სევილიამ" სტუმრად "ალავესს" სძლია, პირველ ადგილს დაიბრუნებს.
ეს "ბარსას" თავკაცის ვალვერდეს მე-400 მატჩი იყო ესპანეთის ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში, 20 წლის ალენამ კი პირველი გოლი გაიტანა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 73 003 მაყურებელი
ბარსელონა - ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 პიკე (36), 2:0 ალენა (87)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლანგლე, სემედო, რაკიტიჩი, ვიდალი (ალენა 70), ბუსკეტსი, კოუტინიო (მალკომი 80), მესი, დემბელე
ვილიარეალი: ასენხო, გასპარი, რუისი, გონსალესი, კასორლა (რაბა
88), ტრიხუეროსი (ბაკა 67), პედრასა, ფორლანსი, ჩუკვუეზე, კასერესი, მორენო (ეკამბი 79)