ლა ლიგა. XIV ტური: "ბარსამ" კუთვნილი დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიტორიაში "სევილია" ვისამ ბენ იედერმა იხსნა მარცხისგან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ანდალუსიური კლუბისთვის ლიდერობის შესანარჩუნებლად - "ბარსამ" კუთვნილი დაიბრუნა.

ბოლო 6 ტურში 4 მარცხი ჰქონდა "რეალს", თუმცა სანტი სოლარის გუნდმა კიდევ უფრო ცუდად მოთამაშე "ვალენსიას" დამარცხება მაინც მოახერხა.

კვლავ თავის აჩრდილს ჰგავს გარეთ ბეილი, რომელიც სოლარიმ მალევე გამოცვალა. ბრწყინვალედ ითამაშეს დანი კარვახალმა და მარკოს ლორენტემ. რაც შეეხება ისკოს, მწვრთნელმა იგი მხოლოდ ბოლო 10 წუთი ათამაშა.

სანტი სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ისკოს ვუთხარი, რომ გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ბოლო წუთებზე. მე
მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი. საერთოდ, ყველამ კარგად ითამაშა. როცა კომპაქტურად მოთამაშე ძლიერი მეტოქე გყავს, მარკოს ლორენტე დიდებულია. მარკოსს უკვე ორი ბრწყინვალე მატჩი აქვს "რეალში" ამ სეზონში.

დიდ გუნდებს მრავალ შეჯიბრებაში უწევთ თამაში. ამიტომაც არის საჭირო, რომ კლუბში ყველა იყოს ბედნიერი და მზად შანსის გამოსაყენებლად. ქარიმი იყო ფანტასტიკური, ლუკასი დიდებული, ცენტრალური მცველები, კურტუა... მოკლედ, ყველა კარგი იყო".


ამ სეზონში "ატლეტიკო" სტუმრად ცუდად თამაშობს. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა კატალონიაში, სადაც დიეგო სიმეონეს კრებულმა ორი ქულა დაკარგა.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "დღეს დიეგო კოშტა მომეწონა. ის სწორედ ასეთი თამაშით ფასობს. მისი წყალობით მეტოქემ შეცდომა დაუშვა და ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ. პირველ ტაიმში გუნდის თამაში მომეწონა, ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. ასე რომ, იყო საფრთხე, როცა მან გოლი გაიტანა, ყველაფერი დასრულებულიყო. ჩვენ კარგად ვუტევდით ფლანგებიდან, რაც ჟელსონისა და ლემარის დამსახურებაა. წლეულს ბრწყინვალე ლიგაა, ერთი სუსტი მეტოქეც კი არ არის, ყველასთან უნდა იბრძოლო ბოლომდე".


"კამპ ნოუზე" ჟერარდ პიკემ და ჟერარდ მორენომ კინაღამ იჩხუბეს, მაგრამ თუ პირველი გუნდს გოლით შეეწია, მეორემ ვერაფერი გაახერხა და მეორე ტაიმში შესაცვლელიც გახდა. ვალვერდემ კვლავ დააყენა შეტევაში უსმან დემბელე და ფრანგმაც შესანიშნავად ითამაშა.

მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აღსანიშნავია 20 წლის კარლეს ალენიას პირველი გოლი სეზონში.


ფაქტები
  • "ბეტისს" ლა ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი "რეალ სოსიედადთან" აქვს მოგებული - 28.
  • მარკოს ლორენტემ (რეალი) "ვალენსიასთან" მატჩში 83 პასიდან 79 ზუსტი გააკეთა. ორივე მაჩვენებელი მისთვის საუკეთესოა.
  • გარეთ ბეილმა ლა ლიგის ბოლო 10 მატჩში ვერ გაიტანა (793 წუთი). ეს მისი ესპანური კარიერის უცუდესი პერიოდია.
  • "ლეგანესმა" ლა ლიგაში სტუმრად 4 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.
  • იაგო ასპასმა (სელტა) კიდევ ერთ სეზონში გაინაღდა 10 და მეტი გოლი.
  • "რაიო ვალეკანომ" კარისკენ 5-ჯერ დაარტყა და მაინც მოიგო "ეიბართან" თამაში. ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს მეორე შედეგია, "ბარნლის" "კარდიფთან" მოსაგებად 3 დარტყმაც ეყო.
  • ჟერარდ პიკემ (ბარსელონა) ამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში. ლა ლიგის მცველებში მეტი მხოლოდ სერხიო რამოსს აქვს გატანილი.
  • ერნესტო ვალვერდემ მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში მე-400 თამაში გამართა (183 მოგება, 99 ფრე, 118 წაგება). 21-ე საუკუნეში მეტს მხოლოდ ხოაკინ კაპაროსმა მიაღწია - 499 მატჩი.
  • დიეგო სიმეონემ მწვრთნელის რანგში კვლავ ვერ მოუგო "ჟირონას". ასეთები ესპანურ ფეხბურთში კიდევ სამია: "ბარსელონა", "მალიორკა" და "რასინგი".
  • კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) ლა ლიგაში 13 პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.
  • უსმან დემბელემ (ბარსელონა) "ვილიარეალთან" დრიბლინგი 10-ჯერ სცადა და 8-ჯერ გამოუვიდა. ფრანგისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ლა ლიგა. XIV ტური
ვალეკანო-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ემბარბა (53)

სელტა-უესკა 2:0
გოლები: 1:0 ასპასი (38), 2:0 ასპასი (77)

ვალიადოლიდი-ლეგანესი 2:4
გოლები: 0:1 სიოვასი (11), 0:2 ოსკარი (42), 1:2 ტონი (50), 1:3 კარილიო (66), 1:4 კარილიო (75), 2:4 უნალი (93)

ხეტაფე-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 მოლინა (55), 2:0 მატა (65), 3:0 ანტუნეში (80)

რეალი-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ვასი (8 ს.კ.), 2:0 ლ. ვასკესი (83)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი (71. ვალვერდე), მ. ლორენტე, სებალიოსი (80. ისკო) - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი (63. ასენსიო)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი (68. პიჩინი), გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი (68. კონდოგბია), გედეში - გამეირო (72. ბატჩუაი), მინა

ბეტისი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ხუნიორი (33)

ჟირონა-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 სტუანი (45-პენ), 1:1 რამალიო (82 ს.კ.)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი (74. მარტინში), სავიჩი, ლ. ერნანდესი, საულ ნიგესი - კოკე, როდრი (64. ა. კორეა), თომასი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ბარსელონა-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 პიკე (36), 2:0 ალენია (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არ. ვიდალი (70. ალენია) - დემბელე, მესი, კოუტინიო (80. მალკომი)

ალავესი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ხონი (37), 1:1 ბენ იედერი (78)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი (69. სარაბია), გომესი - მერკადო (58. პრომესი), ბანეგა, მესა (46. ამადუ), ფ. ვასკესი, ესკუდერო - ანდრე სილვა, ბენ იედერი

ორშაბათი. 3 დეკემბერი
ლევანტე-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
7 დეკემბერი: ლეგანესი-ხეტაფე
8 დეკემბერი: ატლეტიკო-ალავესი, ვალენსია-სევილია, ვილიარეალი-სელტა, ესპანიოლი-ბარსელონა
9 დეკემბერი: ეიბარი-ლევანტე, უესკა-რეალი, სოსიედადი-ვალიადოლიდი, ბეტისი-რაიო ვალეკანო
10 დეკემბერი: ბილბაო-ჟირონა.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული