მადრიდული რადიოსადგურის, Onda Madrid-ის ინფორმაციით, 27 წლის ბელგიელმა უკვე შეათანხმა "რეალთან" პირადი კონტრაქტის დეტალები.
ტრანსფერი შესაძლოა ამ ზაფხულს განხორციელდეს, თუ "რეალი" "ჩელსის" თანხაზე შეუთანხმდება. აზარის კონტრაქტი "ჩელსისთან" 2020 წლამდე მოქმედებს.
"ჩელსის" აზარის სანაცვლოდ მინიმუმ 170 მლნ ევროს მიღება სურს. "რეალი" კი მზადაა, გარიგებაში მატეო კოვაჩიჩი ჩართოს, რომელიც "არისტოკრატებში" იჯარით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ადრე აზარი ამბობდა, რომ მზადაა, "რეალში" ზაფხულში გადავიდეს.
"ჩელსის" არ უნდა აზარი დაკარგოს და ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს