ჰეთ-თრიკი და 2 საგოლე პასი - მესი მთლად "ნორმალური" არაა და "ოქროს ბურთის" გარეშეც საუკეთესოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-16 ტურში "ლევანტესთან" მოგებულ მატჩში (5:0) "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი სტაბილურობა და მიღწევები "არანორმალურია":

- უკანასკნელი 9 კალენდარული წლიდან 8-ში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა. მხოლოდ 2013 წელი "ჩააგდო", როდესაც ოდენ 45 გოლით დაკმაყოფილდა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს გატანილი 91 გოლია!

- მესიმ "ბარსაში" 43 ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლეოზე მეტი ჰეთ-თრიკი ესპანეთში მხოლოდ "რეალის" ყოფილ ფორვარდს რონალდოს აქვს შესრულებული - 44.

- მესის ამ სეზონში ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს
გოლი+პასის მაჩვენებლით - 14+10 14 მატჩში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მესი, რომ დიდი ფეხბურთელია ეს საკამათო არაა, მაგრამ პელესთნ და მარადონასთან შედარება არასწორია, პელეს ეპოქში ფეხებს ამტვვრევდნენ ფეხბურთელებს, მარადონას დროს ერთი ყვითელი ბარათის ხარჯზე იყო შესაძლებელი მოთამაშის დაჭერა, მხოლოდ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან შეიცვალა მიდგომა და მსაჯებს კონკრეტული მითითებები მიეცათ, ნახეთ რას უშვებიან პელეს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელები, დღეს ასეთი თამაშის საშუალებას უბრალოდ არ მოგქცემენ, 1982წ. არგენტინა - იტალიის მატჩში მარადონას წინააღმდეგ ჯენტილეს მსგავსად მესის რომ ეთამაშოს ვინმე, მაქსიმუმ 15 წუთი გაძლოს მინდორზე.
და კიდევ ერთი, არ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხრდფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრებთან შეგდებული ბურთის და ესპანეთის ჩემპიონატში "ხეტაფესთან" გატანილი გოლის შედარება, სხვადასხვ წონითი კატეგორიაა.
გოგა
15:23 17-12-2018
15
მესი ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც არ სჭირდება ოქროს ბურთი იმის დასამტკიცებლად რომ საუკეთესოა :)) და ეს ყველამ იცის ამიტომ გინდა მოდრიჩისთვის მიუციათ გინდაც სხვა ნებისმიერისთვის მაგ ჯილდოს ფასი დაკარგულიაქ პირადად ჩემს თვალში
5

სიახლეები პოპულარული