ჰეთ-თრიკი და 2 საგოლე პასი - მესი მთლად "ნორმალური" არაა და "ოქროს ბურთის" გარეშეც საუკეთესოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-16 ტურში "ლევანტესთან" მოგებულ მატჩში (5:0) "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი სტაბილურობა და მიღწევები "არანორმალურია":

- უკანასკნელი 9 კალენდარული წლიდან 8-ში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა. მხოლოდ 2013 წელი "ჩააგდო", როდესაც ოდენ 45 გოლით დაკმაყოფილდა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს გატანილი 91 გოლია!

- მესიმ "ბარსაში" 43 ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლეოზე მეტი ჰეთ-თრიკი ესპანეთში მხოლოდ "რეალის" ყოფილ ფორვარდს რონალდოს აქვს შესრულებული - 44.

- მესის ამ სეზონში ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს
გოლი+პასის მაჩვენებლით - 14+10 14 მატჩში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რად უნდა ამ ადამიანს იქროს ბურთი ?? რაში ჭირდება ??
გამოვიდეს პელე და მარადონა და ლანძღონ !! ვერ ეგუებიან რომ მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია !! ასეთი სტაბილურობა რავი გაოცებული ვარ... წინა სეზონებშI გოლები ხომ გაჰქონდა?! ბოლო 3 სეზონია საგოლე გადაცემებითაც გამორჩეულია და არც გოლებს გვაკლებს. სიტყვები ზედმეტია ეს ტიპი არის ფეხბურთის მამაც დეიდაც ბიცოლაც და ბებიაც !! ამასთან შედარებით ყველა არის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი ...
George
02:25 17-12-2018
0
ამას რომ მეხუთე ადგილზე გაიყვანენ, ის ოქროს ბურთი მაგრად შეინახონ, არსად არ დაეკარგოთ.
ზურა
06:33 17-12-2018
0

სიახლეები პოპულარული