ლუკა მოდრიჩი: ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი ბოლო 11 წლის განმავლობაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მოახერხა.

ხორვატმა ნახევარმცველმა ამის შესახებ Goal.com-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან მისი შრომა დაფასდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა საბოლოოდ დააფასა ის, რასაც კარიერაში მივაღწიე. ამისთვის ბევრი ტიტულის მოგება დამჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ხალხი, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის, ზოგიერთი ბავშვობიდან ეჭვის თვალით მიყურებდა, ჩემი ფიზიკური მონაცემებისა და სიმაღლის გამო, მაგრამ მე საკუთ
არი თავის რწმენა არ დამიკარგავს. არასდროს არავინ დამხმარებია, ყველაფერს ჩემით მივაღწიე." - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა.

ხორვატმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.

altმოდრიჩი: რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ

alt"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

მკითხველის კომენტარები / 9 /
"ფეხბურთი მხოლოდ გოლები არ არის",პასებიცაა,მოტყუებაც,სილამაზეც,ბრძოლაც და კიდევ სხვაც ბევრი.მოდრიჩი გაზაფხული და ზაფხული ბრწყინვალე იყო,მაგრამ შემოდგომა,ზამთარი, აჩრდილიღაა თავისი თავის,მესი და რონალდო კი კვლავ ადასტურებენ თავის დონეს.საუკეთესო წესით მთელი წლის მიხედვით უნდა ვლინდებოდეა,წავიდა რონალდო და რას ჰგავს რეალი,კი ხედავთ.მოდრიჩი რომ არ ყოფილიყო,გუნდი ასე მოუკლებდა?არა მგონია.თამ რონალდოს და მესის გოლებს,საგოლე პასებიც დაამატეთ.ლუკასთან რა ხელი მაქვს,ღმერთმა გაუმარჯოს,ძალიან მიყვარს და ვაფასებ,მაგრამ ფრანს ფუტბოლმა რომ თავი საქვეყნოდ მოიჭრა და ავტორიტეტი მიწაში ჩაფლა,ფაქტია.
სოსო
18:31 21-12-2018
2
მართალია ლუკა, პოპვარსკვლავების შემდეგ ძლივს ნამდვილმა ფეხბურთელმა მოიგო ოქროს ბურთი.
სანდრო
18:05 21-12-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული