"სელტას" თავდამსხმელი მაქსი ლოპესი "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა.
"ბარსას" სკაუტები სისტემატურად აკვირდებიან "სელტას" თავდამსხმელის მაქსი გომესის თამაშს.
AS-ის ცნობით, კატალონიური გუნდი მას მომავალში ლუის სუარესის მემკვიდრედ განიხილავს. თავად ურუგვაელმა თქვა, რომ 32 წლისაა და კლუბი რომ მის შემცვლელს ეძებს, ეს ლოგიკურია.
22 წლის გომესი კარგი ფეხბურთელია, მიუხედავად აღნაგობისა სწრაფია, პარტნიორებთან ჩინებულად ურთიერთმოქმედებს და კარშიც კარგად ურტყამს ბურთს", - განუცხადა ბლაუგრანას წარმომადგენელმა AS-ის ჟურნალისტს.
ცნობისათვის, მაქსიმ ამ სეზონში პრიმერას 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა.