გრიზმანი, კოკე და გოდინი ცდილობენ ერნანდესს "ბაიერნში" გადასვლა გადააფიქრებინონ

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" უნდა მცველს, ლუკა ერნანდესს კონტრაქტი გაუგრძელოს და გუნდში დატოვოს.

Аs-ის ცნობით, პრიმერას მე-17 ტურში "ესპანიოლთან" მატჩის წინ კლუბის ხელმძღვანელები და მწვრთნელი დიეგო სიმეონე ფეხბურთელს შეხვდნენ.

მას აგრეთვე გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, კოკე და დიეგო გოდინი შეხვდნენ და ეცადნენ დარჩენაზე დაეყოლიებინათ, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ.

თუმცა, ისინი იმედს მაინც არ კარგავენ.

ადრე იუწყეს, რომ "ბაიერნი" ერნანდესს წლიურ გასამრჯელოდ 8.5 მილიონ ევროს სთავაზობს, როხიბლანკოს კი ამდენის გადახდის საშუალება არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული