პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა.
As-ის ცნობით, ის ხშირად ურეკავს "ბარსას" ხელმძღვანელობას, თუმცა მისი უკან დაბრუნება რთული საქმეა.
ზაფხულში ნეის კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლებელი იქნება, 2020 წელს კი ტრანსფერი 160 მილიონი ევრო ეღირება.
კლუბში ესმით, რომ ნეიმარი ქალაქის, გუნდის და მეგობრების ნოსტალგიას განიცდის და ტრანსფერის გაჩარხვის ერთადერთი ვარიანტი პსჟ-ში უსმან დემბელეს გაყიდვაა.
"პარი სენ ჟერმენს" სურს გუნდში რაც შეიძლება მეტი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ჰყავდეს.