"სელტა" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის გადაბირებას იანვარში შეეცდება

AutoSharing Option
როგორც ესპანური Sport-ი იუწყება "სელტა" კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს, ვიგოური კლუბის სამიზნე დენის სუარესი და მუნირი არიან.

თავდაპირველად "სელტას" მესვეურები რაფინიათი იყვნენ დაინტერესებულები, რომელიც წლების წინ იჯარით მათ რიგებში თამაშობდა, თუმცა ბრაზილიელის სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც სეზონის ბოლომდე უქმობა მოუწევს, ვიგოელები სუარესზე გადაერთვნენ.

"ბარსელონას" დატოვება თავად დენისსაც სურს, რადგან ერნესტო ვალვერდეს გუნდში მას დრო პრაქტიკულად არ აქვს.

რაც შეეხება მუნირს, მიგელ კარდოსოს გუნდში მხოლოდ ერთი თავდამსხმელია - ურუგვაელი მაქსი გომესი, "სელტა" კი დინამიკურ ფორვარდს ეძებს და შესაბამის
კანდიდატად მუნირს მიიჩნევს.

ვიგოს "სელტა" ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-11 ადგილზეა.

altმუნირი "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული