"ბარსელონა" იასპერ სილესენს მხოლოდ 60 მილიონად შეელევა

AutoSharing Option
"ბარსელონა" საკუთაარ მეკარის იასპერ სილესენის გაყიდვას 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

როგორც ესპანური AS-ი იუწყება, ჰოლანდიელ კიპერის გადაბირებით პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებულები.

თავის მხრივ წასვლა სილესენსაც სურს, რადგან "ბლაუგრანას" მთავარ მეკარედ გერმანელი მარკ ანდრე ტერ შტეგენი ითვლება, ჰოლანდიელს კი მხოლოდ სათასო მატჩებში თამაში უწევს.

იასპერ სილესენი "ბარსელონაში" 2016 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" გადაბარგდა, ის ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარეა.

alt"სელტა" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის გადაბირებას იანვარში შეეცდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული