"რეალმა" ბრაიმ დიასს კონტრაქტი გაუფორმა - ეს ბიჭი უშველის "სამეფო გუნდს"?

AutoSharing Option
"რეალმა" "მანჩესტერ სიტიდან" 19 წლის ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გადაიყვანა.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიასს "ქალაქელებთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, ბლანკოსი კი 15 მილიონად შეიძენდა და შესაძლოა კიდევ 7 მილიონი ბონუსების სახით გადაეხადა.

დიასს 5.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პრეზენტაციასაც მოუწყობენ.

დიასმა ამ სეზონში პრემიერლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მას გუნდისთვის მძიმე პერიოდში მოუწევს თავის წარმოჩენა და ვნახოთ, როგორ ივარგებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული