"რეალი" "სოსიედადთან" მსაჯობის გამო ფეხბურთის ფედერაციაში იჩივლებს

AutoSharing Option
"რეალი" ლა ლიგას მე-18 ტურში "სოსიედადთან" მატჩში (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში იჩივლებს.

"რეალის" ხელმძღვანელები თვლიან, რომ მეკარე ხერონიმო რულიმ თავდამსხმელი ვინისიუსი წააქცია და მსაჯს ხოსე მუნუერ მონტეროს პენალტი უნდა დაენიშნა.

ბლანკოსი მოითხოვს არბიტრმა ახსნას, თუ რატომ არ ნახა ეს საკამათო მომენტი ვიდეოგამეორებაზე.

მადრიდელებს მიაჩნიათ, რომ მსაჯობა მიკერძოებული იყო და აღნიშნულმა ეპიზოდმა მატჩის შედეგზე ზეგავლენა მოახდინა.

კომენტარი "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა:"დაცვაში პრობლემები გვქონდა. მეტოქისთვის გაკეთებული ნებისმიერი საჩუქარი ძვირად გვიჯდება.

შემდეგ მოხდა მომენტი, რომელიც ვერავინ ვერ
გაიგო. ვინისიუსზე ნაღდი თერტმეტმეტრიანი იყო. უყურადღებობა ფეხბურთში დიდი ზიანის მომტანია. აი, რამოსის ეპიზოდი კი საკამათო გახლდათ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორი ყოფილა ცუდი და უნამუსო მსაჯობით რომ თამაშს წააგებ?მასეთი მატჩები ძალიან ბევრი ახსოვს ფეხბურთის გულშემატკივარს რომელიც რეალს მოუგიააააა....ასე რომ..
მართლა?
13:31 07-01-2019
5
ჩუმად იყავით შაქირის და კაშაის მსაჯობა რატო არ გაასაჩივრეთ თვე არასწორებ ო
bavariis fani
12:48 07-01-2019
4

სიახლეები პოპულარული