"ბარსელონა" "ლევანტესთან" ლამის დუბლებით ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

ესპანეთის თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ლევანტესთან" ლეო მესი, ლუის სუარესი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და ივან რაკიტიჩი არ მიიღებენ მონაწილეობას.

ვალვერდემ თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, იასპერ სილესენი

მცველები: ნელსონ სემედო, მურილიო, კლემან ლანგლე, სერხი რობერტო, ხუან მირანდა, ხუან მოვილია, მუსა ვაგე

ნახევარმცველები: არტური, არტურო ვიდალი, სერხიო ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო, დენის სუარესი, მალკომი, რიკი პუჩი, ალენია

თავდამსხმელი: უსმან დემბელე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული