ვალვერდემ ლევანტესთან ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და ბარსელონა დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს, ესპანეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 2:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ "ბარას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგ წამყვნ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და რასაც წარმოადგენს მათ გარეშე ეს გუნდი, თვალნათლივ დაინახა.

შეგახსენებთ, ლა ლიგას პირველ წრეში ბლაუგრანამ "ლევანტე" 5:0 გაანადგურა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 18 იანვარს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ვალენსია. "სიუდადი". 17 614 მაყურებელი
ლევანტე - ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 კაბაკო (4), 2:0 მაიორალი (18), 2:1 კოუტინიო (85, პენ)

ლევანტე: აიტორი, პოსტიგო, ჩემა (ჰასონი 69), კაბაკო, კოკე, პრჩიჩი, კამპანია,
საიმონი, როჩინა (დიუკური 75), ბოატენგი (მორალესი 62), მაიორალი

ბარსელონა: სილესენი, სემედუ, მურილიო, მირანდა (რობერტო 46), ჩუმი (ლანგლე 58), ალენია, ბუსკეტსი, ვიდალი, დემბელე, მალკომი (დ. სუარესი 67), კოუტინიო

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ ავტორო რეალის ფანი ხომ არ ხარ? რომელი გუნდი წარმოადგენს იგივეს წამყვანი ფეხბურტელების გარეშე? ახალი აღმოაჩინე? სხვათაშორის ბარსელონას სატადარიგო შემადგენლობით ჩატარებული დიდებული მატჩებიც იქნებ გაიხსენო ახლო წარსულიდან?
ლევანი
00:34 12-01-2019
0

სიახლეები პოპულარული