ლა ლიგას მე-19 ტურში "რეალმა" სტუმრად "ბეტისს" 2:1 მოუგო.
"რეალი" "სევილიასთან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და ლიდერ "ბარსელონას" 10 ქულით ჩამორჩება.
ლუკა მოდრიჩმა პრიმერას ზედიზედ მე-7 ჩემპიონატში გაიტანა გოლი.
პირველ ტაიმში ხელის თითი მოიტეხა მადრიდელთა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ და შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო გუნდს" ბურთის ფლობა 33% ჰქონდა.
სერხიო კანალესის გოლის მომენტში თავიდან მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა.
სევილია. "ბენიტო ვილიამარინი". 54 187 მაყურებელი
ბეტისი - რეალი 1:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (13), 1:1 კანალესი (67), 1:2 სებალოსი (88)
შეასწორეთ :)