მცველმა ჟორდი ალბამ "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩემს საკითხში არაფერი არ შეცვლილა. კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება და არ ვიცი, ამაზე კლუბი რას ფიქრობს. მე მშვიდად ვარ.
მათ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ხელშეკრულების გახანგრძლივება. ეს გუნდი მიყვარს და დარჩენა მინდა, მაგრამ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული", - განუცხადა ალბამ "მარკას".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბას სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული.
ის "ბარსას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს.