ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის თამაშზე გააკეთა კომენტარი.
"მესი ჩვენი ლიგისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ამას გარდა, კონკურენცია ჩემპიონატს ძალიან ძლიერს ხდის. რონალდოს წასვლა ჩვენს ბრენდს არც დასტყობია.
თუმცა, მე მესიზე ვსაუბრობ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო იქნება და ლა ლიგა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. კარგი იქნება, თუ მთელ კარიერას აქ გაატარებს. ეს რაღაც უნიკალური და ისტორიული იქნება", - განუცხადა ტებასმა As-ს.
მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა - პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 400 გოლი გაიტანა.