ლა ლიგას პრეზიდენტი: რონალდოს წასვლა ჩვენს ბრენდს არც დასტყობია - მესის გარეშე პრიმერა ვერ წარმომიდგენია

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის თამაშზე გააკეთა კომენტარი.

"მესი ჩვენი ლიგისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ამას გარდა, კონკურენცია ჩემპიონატს ძალიან ძლიერს ხდის. რონალდოს წასვლა ჩვენს ბრენდს არც დასტყობია.

თუმცა, მე მესიზე ვსაუბრობ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო იქნება და ლა ლიგა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. კარგი იქნება, თუ მთელ კარიერას აქ გაატარებს. ეს რაღაც უნიკალური და ისტორიული იქნება", - განუცხადა ტებასმა As-ს.

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა - პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 400 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის გარეშე ლა ლიგა კი არა ფეხბურთიც ვერ წარმომიდგენია
3
ტებას, არ გეთანხმები იმაში, რომ როლანდო არ დააკლდაო, დააკლდა და მერე როგორ რეალს. რეალი აღარ გავს თავის თავს. რაც შეეხება მესის შეფასებაში, აქ ყველაფერში გეთანხმები.
goCa
11:31 15-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული