პერესი ფეხბურთის ფედერაციიდან მიდის, ისკო კი "რეალიდან"?

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შესაძლოა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭო დასტოვოს.

AS-ის ცნობით, პერესი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გამოიყენეს მსაჯებმა ვიდეოგამეორება უკანასკნელ 2 მატჩში მისი გუნდის წინააღმდეგ.

კერძოდ, ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "სოსიედადთან" შეხვედრაში თავდამსხმელ ვინისიუსის მეკარე რულის მიერ წაქცევისას პენალტი არ დანიშნეს.

აგრეთვე, პერესის აზრით, "ბეტისთან" თამაშში მათ კარში საკამათო გოლი ჩათვალეს.

Tuttomercatoweb-ი კი ამტკიცებს, რომ ბლანკოსის ნახევარმცველ ისკოს გუნდის გამოცვლა სურს.

გამოცემა ირწმუნება, რომ მას გაუფუჭდა ურთიერთობა გუნდის მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან და კაპიტან სერხიო რამოსთან.

ისკოს თურმე,
ცხოვრების წესისა და კლიმატის გამო არ მოსწონს ინგლისი და გული უფრო იტალიისკენ მიუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული