სანტიაგო სოლარი: ისკოს გაყიდვა ჩემს კომპეტენციაში არ შედის

AutoSharing Option
"ლეგანესთან" ესპანეთის თასის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მატჩზე
პირველი შეხვედრა 3:0 გვაქვს მოგებული, მაგრამ ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანაა. მეტოქე  ძალიან ძლიერია, მითუმეტეს სახლში თამაშობს და ისე გავალთ მოედანზე, თითქოს ფორა არა გვაქვს.

თავდამსხმელის შეძენაზე
ეგ ჩემი საქმე არაა.

ისკოზე
შესანიშნავი გუნდი გვყავს და ჩემი გადასაწყვეტია, ვის დავაყენებ ძირითად შემადგენლობაში. გავყიდიდი თუ არა ისკოს? მე მხოლოდ მწვრთნელი ვარ, ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე
ხანდახან უფრი სწრაფად მოძრაობა მართებთ. თუმცა, მათ ყოველთვის ეხმარებიან გამოცდილი ფეხბურთელები.
ამით ისინი უფრო ძლიერები ხდებიან. რამოსი, ვარანი, კარვახალი და კაზემირო გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული