ნეიმარის დასაბრუნებლად "ბარსელონას" 3 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" მიმომხილველი ფრანსისკ აგილარი ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" პსჟ-ს თავდამსხელის ნეიმარის შეძენა უნდა.

ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამისათვის "ბარსას" 3 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს - ივან რაკიტიჩის, ფილიპე კოუტინიოს და უსმან დემბელეს.

Transfermarkt-ი ნეიმარს 180 მილიონ ევროდ აფასებს.

"პარი სენ ჟერმენში" ის წელიწადში 30 მილიონს გამოიმუშავებს და შეძენის შემთხვევაში, ეს ბლაუგრანას ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთ წყალში,ორჯერ ვერ შეხვალო,ნათქვამია.ბარსა ამ სამი ფეხბურთელის გაყიდვით უფრო მეტს დაკარგავს,ვიდრე ნეიმარით შეიძენს.ვერ ამოივსო ნეიმარის მამის ჯიბე,შვილზე გაკეთებული ფულებით.
სოსო
11:00 17-01-2019
1
რატომ უნდა გაიყიდოს, ეს სამი კარგი ფეხბურთელი ნეიმარის გამო ცოტა გაუგებარია. ძალიან მიყვარს და მომწონს კოუტინიო. და ნეიმარის დაბრუნებაზე კი არ უნდა იფიქრონ პირიქით კოუტინიოს შენარჩუნებაზე, და მისთვის ძირითადში მეტი დროის დათმობაზე უნდა უნდა იზრუნონ, რომ ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს საბოლოოდ არ აუცრუვდეს გული და აქეთ არ მოითხოვოს გუნდის დატოვება, რაც ნამდვილად არ გვინდა მის ქომაგებს.
ნონა
13:58 17-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული