"ლევანტეს" ჩივილი არ შეისმინეს - "ბარსელონა" 1/4 ფინალში "სევილიას" შეხვდება

AutoSharing Option
როგორც იცით, "ბარსელონამ" ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ლევანტეს" სძლია (3:0, 1:2), მაგრამ პირველ შეხვედრაში კატალონიურმა გუნდმა მცველი ჩუმი ბრანდარისი ათამაშა, რომელიც დუბლშემადგენლობაში დისკვალიფიცირებული იყო. ვალენსიურმა კლუბმა ამის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში იჩივლა და მეოთხედფინალში მათი გუნდის დაშვება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

"ლევანტეს" აუხსნეს, რომ სადისციპლინო კოდექსში ნოემბერში ცვლილება შევიდა, ჩუმის თამაშის უფლება ჰქონდა და თანაც, საჩივრის შეტანა 48 საათის მანძილზე მართებდათ. თუმცა, "ლევანტე" დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღესვე გაიმართა 1/4 ფინალების კენჭისყრა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:

რეალი - ჟირონა
ხეტფე - ვალენსია
სევილია - ბარსელონა
ესპანიოლი - ბეტისი

მატჩები 22-24 იანვრსა და 29-31 იანვარს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული