"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გუნდის ახალწვეულ კევინ-პრინს ბოატენგზე გააკეთა კომენტარი.
"სანამ მე "ბარსელონას" მესაჭე ვარ, თავიდან ყველა ტრანსფერი უცნაურად მოჩანს, მაგრამ შემდეგ ნაყოფი გამოაქვს. ვფიქრობ, ბოატენგს გუნდთან ადაპტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდება. ის მზადაა ითამაშოს და გუნდს დაეხმაროს.
პოზიცია? შეუძლია იყოს თავდამსხმელი ან შემტევი ნახევარმცველი. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში", - განუცხადა ვალვერდემ "მუნდო დეპორტივოს".
"ბარსელონამ" ბოატენგი იჯარით აიყვანა და ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლია.
ბოატენგი "ბარსელონაში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
რაში სჭირდება "ბარსელონას" კევინ-პრინს ბოატენგის იჯარით აყვანა?