"ბარსელონა" მესის გარეშე "სევილიასთან" დამარცხდა - შეძლებს ნახევარფინალში გასვლას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს, ესპანეთის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონა" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სევილიასთან".

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, თავდამსხმელი ლეო მესი კი საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში და მის ნაცვლად 31 წლის ახალწვეული კევინ-პრინს ბოატენგი ათამაშა.

განმეორებითი შეხვედრა 31 იანვარს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ბლაუგრანამ თასის წინა ეტაპზე პირველი მატჩი "ლევანტესთან" 1:2 წააგო, სახლში კი 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მოახერხებს კატალონიური გუნდი იგივეს განმეორებას?

ამოცანა დაგვეთანხმებით ალბათ, რთულია, რადგან ამჯერად მეტოქეს ორბურთიანი ფორა აქვს და თანაც, "სევილია" "ლევანტეზე"
გაცილებით ძლიერი გუნდია.

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 38 403 მაყურებელი
სევილია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (58), 2:0 ბენ იედერი (76)

სევილია: სორიანო, მერკადო, კიაერი, გომესი, ნავასი (სილვა 71), ამადუ, ბანეგა, ესკუდერო (არანა 88), სარაბია (ვასკესი 67), ბენ იედერი, პრომესი

ბარსელონა: სილესენი, სემედუ (ალბა 80), ლანგლე, რობერტო, რაკიტიჩი, არტური, ვიდალი, ალენია, ბოატენგი (ლ. სუარესი 63), მალკომი (კოუტინიო 63)
მკითხველის კომენტარები / 8 /
კაიფობს ვალვერდე თუ რაა??? რა დროს მესის ართამაში იყო
პაატა
14:27 24-01-2019
1
2:0 არაფერი არ არის ბარსასთვის ისეთი თამაშები შემოუტრიალებია :**. მე მჯერა ჩემი გუნდის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული