ჟორდი ალბა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე: ლოგიკას ვერ ვხედავ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის ესპანურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა, იტყობინება Sport.es.

"ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას არც კი განვიხილავთ. არ მგონია, რომ რასაც საუბრობენ სიმართლე იყოს. ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთ-ერთი საუკეთესო და თავად მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა "ბარსელონა", ვერ ვხედავ ლოგიკას მის დაბრუნებაში", - თქვა ალბამ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონადან" პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო თანხად 222 მლნ ევროდ გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული