AS: "ბარსელონამ" ფრენკი დე იონგს ტრანსფერზე დასაყოლიელებლად ნეიმარის მონანიების შეტყობინება აჩვენა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ამ კვირაში "ბარსელონასთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. AS-ის ცნობით, ფეხბურთელს არჩევანი "ბარსასა" და პსჟ-ს შორის უნდა გაეკეთებინა და მის ტრანსფერზე დასაყოლიელებლად კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ ნეიმარის შეტყობინება აჩვენა, რომელშიც ის პარიზულ გუნდში გადასვლას ინანიებს.

გამოცემა იტყობინება, რომ ბრაზილიელი WhatsApp-ით შეტყობინებებს უგზავნიდა "ბარსას" მოთამაშეებსა და ხელმძღვანელობას. ის ამ შეტყობინებებში წერდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი დაბალი დონისაა, მეტოქეები დაუნდობლები არიან და იქ ცუდი ამინდებია.

ამ შეტყობინებების ნახვის შემდეგ დე იონგმა "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტა. ის ზაფხულამდე "აიაქსში" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას მერამდენე პრეზიდენტი შეიძლება დაიჭირონ ტრანსფერების საქმეზე :DDDD კარგია მანდ მართლა რა უნდოდა ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს
აბგდ
00:27 28-01-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული