ლა ლიგა. XXI ტური: დერბი მოგებულია, "ბარსა" კოპაზე ფიქრობს [VIDEO]

AutoSharing Option
"სევილიას" თავკაცი პაბლო მაჩინი "მონტილივიზე" იჯდა და "სამეფო თასზე" მისი გუნდის მეტოქე "ბარსელონას" აკვირდებოდა. კატალონიურ გრანდს ამჯერად ლეო მესი ჰყავდა, ეს კი იმის ნიშანია, რომ "ბარსა" სულ სხვა გუნდი იყო.

შეგახსენებთ, რომ თასზე "სევილიამ" ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" 2:0 მოუგო და ახლა საპასუხო მატჩი ელის.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. წაგებული თამაშის შემდეგ შემადგენლობა შევცვალეთ. ვფიქრობ, "ჟირონამ" კარგად ითამაშა. დღეს სხვა შედეგის გაგონებაც არ მინდოდა. დერბის მოგება ბევრს ნიშნავს. როცა არტური შემოვიდა, მან უზრუნველყო, რომ ბურთი შეგვენარჩუნებინა.
დიახ, მომდევნო ტურში დიდი ბრძოლა გველის "ვალენსიას" წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მხოლოდ კოპა დელ რეის მატჩზე ვფიქრობ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ.

მასპინძელთა თავკაცი კი ყველაფერს მსაჯებს აბრალებდა. მისი აზრით, გადამწყვეტი ამ მატჩში ბერნარდოს გაძევება იყო.


დიეგო სიმეონეს გუნდი მადრიდულ დერბიში ძალიან ჩაგრავს "ხეტაფეს", ბოლო 13 დაპირისპირებაში თანაქალაქელებისგან გოლი არ გაუშვია.

ევროთასებისთვის მებრძოლ "ხეტაფეს" გრიზმანმა და საულ ნიგესმა პირველივე ტაიმში ორივე გოლი გაუტანეს და შემდეგ ჩვეულ სტილში "თამაში მოკლეს". "ატლეტიკო" ლიდერის დევნას აგრძელებს.


პაბლო მაჩინის "სევილიამ" ერთ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა "ლევანტეს". მოკლედ, "ატლეტიკომ" და "სევილიამ" ამ ტურში საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეებს აჯობეს.


"სამეფო კლუბმა" 4 გოლი გაუტანა "ესპანიოლს" და მორიგი გამარჯვება იზეიმა. რაც ყველაზე მთავარია, გუნდს ტრავმამოშუშებული გარეთ ბეილი დაუბრუნდა (გოლით), თუმცა ტრავმა ახლა სერხიო რამოსმა მიიღო (გოლი მანაც გაიტანა), ხოლო რაფაელ ვარანი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.


ფაქტები
  • ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ბოლო 7 სეზონში შეძლო 10+ გოლის გატანა. პირველი ლიონელ მესია.
  • "ვალენსია"-"ვილიარეალის" მატჩში ყველაზე მეტი პასი (70), შექმნილი შანსი (4) და ჩაჭრა (10) დანი პარეხოს ანგარიშზეა.
  • მუქტარ დიაქაბიმ "ლიონსა" და "ვალენსიაში" 4 გოლი გაიტანა (შარშანდელ და წლევანდელ სეზონებში), ოთხივე თავით.
  • იუსეფ ენ-ნესირიმ (ლეგანესი) "ეიბართან" ერთ ტაიმში 2 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ სეზონში.
  • წინა და ახალ სეზონებში ყველაზე მეტ გოლში "ეიბარის" მაისურით მონაწილეობა ჟოან ჯორდანმა (9) მიიღო.
  • "ატლეტიკომ" ბოლო 13 დაპირისპირებაში "ხეტაფესთან" გოლი არცერთხელ არ გაუშვა.
  • პაბლო მაჩინს (სევილიას მწვრთნელი) არ წაუგია "ლევანტესთან" 4 დაპირისპირებაში.
  • ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ბოლო 11 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • ვიგოს "სელტამ" იაგო ასპასის გარეშე მე-4 მატჩი ითამაშა და მე-4 წააგო.
  • "ბარსელონამ" ყოველ ბოლო 32 საგარეო მატჩში შეძლო გოლის გატანა ლა ლიგაში (78 გოლი).
  • "მონტილივიზე" გოლის გატანის შემდეგ ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 36 სტადიონზე შეძლო სტუმრად გოლის გატანა ლა ლიგაში (სულ 42 სტადიონზე ითამაშა).
  • ჟორდი ალბა "ბარსას" მეორე ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 10 საგოლე პასის გაკეთება შეძლო (პირველი მესია).
  • იკერ მუნიაინმა ლა ლიგაში ამ სეზონში 7 ზუსტი დარტყმიდან 6 გაიტანა (1.17 დარტყმაზე გოლი) - ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც 3 ან მეტი გოლი დაუგროვდათ.
  • ქარიმ ბენზემამ 187-ე წამზე გაიტანა, რაც ამ სეზონში "რეალის" ყველაზე სწრაფი გოლია (ყველა შეჯიბრებაში).
  • სერხიო რამოსმა "რეალის" მაისურით 83-ე ოფიციალური გოლი გაიტანა. ეს გოლი 50-ეა თავით გატანილ გოლებში.

ლა ლიგა. XXI ტური
სევილია-ლევანტე 5:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (48), 2:0 ანდრე სილვა (60), 3:0 ფ. ვასკესი (71), 4:0 სარაბია (80-პენ), 5:0 პრომესი (90)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - გომესი (12. მერკადო), კარისო, ვიობერი - ალ. ვიდალი (53. სარაბია), მესა, ბანეგა (74. ამადუ), ფ. ვასკესი, პრომესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა

ატლეტიკო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (27), 2:0 საულ ნიგესი (37)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი (46. ხუანფრანი), ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, როდრი ერნანდესი, თომასი, ლემარი - კალინიჩი (62. მოლეიხო), გრიზმანი
გაძევება: დაკონამი (88. ხეტაფე), კაბრერა (91. ხეტაფე)

ლეგანესი-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 კიკე (29), 0:2 ჯორდანი (36), 1:2 ენ-ნესირი (46), 2:2 ენ-ნესირი (67)

ვალენსია-ვილიარეალი 3:0
გოლები: 1:0 დიაქაბი (4), 2:0 ჩერიშევი (51), 3:0 როდრიგო (86)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, დიაქაბი, გაია - სოლერი (77. ფ. ტორესი), კოკლენი, პარეხო, ჩერიშევი (74. ვასი) - როდრიგო, მინა (84. ლი ქანგინი)

ვალიადოლიდი-სელტა 2:1
გოლები: 0:1 სისტო (16), 1:1 პლანიო (55), 2:1 კეკო (69)

ჟირონა-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 სემედუ (9), 0:2 მესი (68)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე (77. ვერმალენი), ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (82. სერხი რობერტო), არ. ვიდალი (58. არტური) - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო
გაძევება: ესპინოსა (51. ჟირონა)

ბილბაო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 მუნიაინი (21)
გაძევება: დე მარკოსი (84. ბილბაო)

სოსიედადი-უესკა 0:0

ესპანიოლი-რეალი 2:4
გოლები: 0:1 ბენზემა (4), 0:2 სერხიო რამოსი (15), 1:2 ლეო ბაპტიშტაო (25), 1:3 ბენზემა (45), 1:4 ბეილი (67), 2:4 როსალესი (81)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი (46. ნაჩო), რეგილონი - მოდრიჩი (76. მარსელო), კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი (64. ბეილი)
გაძევება: ვარანი (72)

ორშაბათი. 28 იანვარი
ალავესი-ვალეკანო 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
1-ლი თებერვალი: უესკა-ვალიადოლიდი
2 თებერვალი: ლევანტე-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ბილბაო, ბარსელონა-ვალენსია, სელტა-სევილია
3 თებერვალი: ვილიარეალი-ესპანიოლი, ბეტისი-ატლეტიკო, ეიბარი-ჟირონა, რეალი-ალავესი
4 თებერვალი: რაიო ვალეკანო-ლეგანესი.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა! აუცილებლად მოუგებს მომდევნო თამაშს თასზზე სევილიას! ამის იმედი მაქვს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული