იყო თუ არა პენალტი ლიონელ მესის ეპიზოდში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე", ესპანეთის თასის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში "სევილია" 6:1 გაანადგურა და მშვენიერი "ქამბექი" გამოაცხო.

როგორც გახსოვთ, პირველი მატჩი "სევილიამ" 2:0 მოიგო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ბარსელონა" ასეთ გადატრიალებას ახერხებს და ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, თუმცა...

პირველი გოლის ეპიზოდში ყველაფერი "სუფთად" ნამდვილად არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ბევრი ფიქრობს. ამიტომ ეპიზოდი საკამათოა.

პირველი გოლი "სევილიას" კარში კოუტინიომ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ აქ კითხვა იმაშია, თუ როგორ მოიპოვეს პენალტი.

დამაინც, იყო თუ არა პენალტი? გამეორებაზე
კარგად ჩანს, რომ მესიმ ბალახს ამოარტყა ფეხი და მას არ შეხებია "სევილიას" ფეხბურთელი, ამასთან ერთად, თასზე VAR-იც არის და მსაჯმა ის გამოიყენა კიდეც, პენალტი დანიშნა და კოუტინიომ გაიტანა.

alt ასე იცის "ბარსელონამ"! - "ბლაუგრანამ" "სევილია" გაანადგურა VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
სანამ ბალახს ამოარტყავდა მანამდე პრომესი შეეხო!
Giorgi
31 იანვარი 2019 11:22
4
გეთანხმები :)) ვისაც უნდა ამას ვერ დაინახავს და არც ხედავენ
T.k
31 იანვარი 2019 11:35
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული