ნეიმარი ესპანური სასამართლოს წინაშე წარსდგება

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ესპანური სასამრთლოს წინაშე წარსდგება, იტყობინება AS.

გამოცემის მტკიცებით, ესპანეთში ფეხბურთელს კორუპციასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ფორვარდს 2013 წელს "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. თითქოს მაშინ სატრანსფერო თანხა ხელოვნურად იქნა დაწეული.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" 2013-დან 2017 წლამდე გამოდიოდა, ხოლო შემდეგ 222 მლნ ევროს სანაცვლოდ პსჟ-ში გადავიდა.

ამ დროისთვის ნეიმარი ტრავმას იშუშებს და მოედანზე აპრილისთვის დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული