ლა ლიგას 22-ე ტურში თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ვალენსიას" 2 გოლი კი გაუტანა და "ბარსელონას" ქულა გადაურჩინა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს "ბარსა" ესპანეთის თასზე "რეალს" უმასპინძლებს და მესის მდგომარეობა კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს აღელვებთ.
ნამატჩევს ბლაუგრანას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მესის შეცვლა არ უთხოვია, თორემ შეცვლიდა და თუ მწყობრში ვერ ჩადგა, "რეალთან" სხვა ფეხბურთელს ათამაშებს.
Tiempo de Juego კი "ბარსელონას" გულშემატკივრებს ამშვიდებს - გამოცემა ამტკიცებს, რომ არგენტინელის ტრავმა სერიოზული არაა, დღეს მედშემოწმებას გაივლის და ორშაბათს ვარჯიშზე შეამოწმებს ბლანკოსთან სათამაშოდ
თავის მზადყოფნას.