ლა ლიგა. XXII ტური: მესის ტრავმა აქვს?! არადა, ორ დღეში "ელ კლასიკოა"! [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალის" გარდა,ტოპ-ოთხეულის ყველა წევრმა დაკარგა ქულები. მიუხედავად ამისა, "ბარსამ" მდევარ "ატლეტიკოზე" ჰანდიკაპი 6 ქულამდე გაზარდა, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი სულაც დამარცხდა...

ლიონელ მესის ძალიან უყვარს "ვალენსიას" კარში გოლის გატანა. ამ ტურამდე მან "ღამურები" 25-ჯერ დაამწუხრა. "ვალენსიამ" არგენტინელის გაჩერება ვერც ახლა შეძლო და მესის გოლების რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მაგრამ მარსელინოს გუნდმა არათუ გააჩერა ლიდერი, არამედ ცოტა დააკლდა "კამპ ნოუზე" გამარჯვებამდე - რომ არა მესი, რომელმაც შორეული დარტყმით გაათანაბრა, მანამდე კი ერთი გოლი პენალტით გაქვითა, "ვალენსია" 3 ქულას დამსახურებულად მოიპოვებდა.

"ვალენსია" საბოლოოდ
დაბრუნდა, თუმცა სეზონში უკვე ბევრი გავიდა, "ღამურები" კი ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან.

და ისევ მესიზე - დუბლის შესრულებიდან ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ ის დაშავდა, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო. მესის ტკივილი ბოლომდე თავის გამოჩენის საშუალებას აღარ აძლევდა, ამიტომ ვეღარ აქტიურობდა. არადა, ოთხშაბათს "ელ კლასიკოა" - "სამეფო თასის" ნახევარფინალში "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ხვალ-ზეგ უკეთ გვეცოდინება, რა სჭირს მესის. ექიმები გამოიკვლევენ. ჩემი აზრით, მცირე პრობლემაა. ლა ლიგის მოგება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. დღესაც გამოვედით კარგად სათამაშოდ და მოსაგებად".

მარსელინო ("ვალენსიას" მწვრთნელი): "ამ სტადიონზე მოგება თუ გინდა, ბრწყინვალედ უნდა ითამაშო. ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ბედმა არ გაგვიღიმა. ცოტაც და, 3:1 უნდა გამხდარიყო, სინამდვილეში კი საპასუხო გოლი მივიღეთ. მხოლოდ მაშინ არ ვნერვიულობდი მესის გამო, როცა მას დახმარებას აღმოუჩენდნენ. ის ასე მნიშვნელოვანი და საოცარი ფეხბურთელია".


სევილიაში ბოლო 15 წუთი დიეგო სიმეონეს გუნდი სამი ფორვარდით თამაშობდა (გრიზმანი, მორატა, კალინიჩი), მაგრამ ამან "ატლეტიკოს" არ უშველა და "ბეტისთან" წააგო. ასე ვერ გამოიყენა არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა "ბარსას" წაფორხილება.


ტურის ფაქტები
  • "ესტრემადურას" ყოფილ ფორვარდ ენრიკ გალიეგოს (რომელიც ლა ლიგა 2-ში 15 გოლით ლიდერია) სამი დარტყმა დასჭირდა მისთვის ლა ლიგაში სადებიუტო გოლის გასატანად "უესკას" მაისურით.
  • "ლევანტემ" და "ხეტაფემ" ერთმანეთში მეხუთე 0:0 ითამაშეს.
  • მიკელ ოიარზაბალმა (რეალ სოსიედადი) "ბილბაოს" კარიერაში მე-4 გოლი გაუტანა.
  • რაულ გარსიამ (ბილბაო) ლა ლიგაში მე-2 პენალტი გააფუჭა (10-დან). პირველი გაფუჭებული პენალტი მისთვის სადებიუტო იყო "ოსასუნას" რიგებში 2012 წელს.
  • ლიონელ მესი (ბარსელონა) ლა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, ვინც 50 პენალტი გაიტანა. სხვა ორი - კრიშტიანო რონალდო (61) და უგო სანჩესი (56).
  • "ბარსელონამ" ამ სეზონში 14 ქულა მოიპოვა იმ თამაშებში, რომლებსაც თავიდან აგებდა (ამდენივე აქვს "ალავესს").
  • ზედიზედ 11 სეზონია, ლიონელ მესის ლა ლიგაში 20 და მეტი გოლი გააქვს.
  • "სელტამ" ლა ლიგაში პირველი თამაში მოიგო იაგო ასპასის გარეშე 2017 წლის აპრილის შემდეგ.
  • სანტი კაროსლამ (ვილიარეალი) 2019 წელს უკვე სამი გოლი გაიტანა, სამივე "კერამიკაზე".
  • სერხიო კანალესმა (ბეტისი) კარიერაში პირველი გოლი გაუტანა "ატლეტიკოს" (მეშვიდე ცდაზე).
  • მხოლოდ "ბეტისმა" მოახერხა ამ სეზონში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დამარცხება.
  • "ჟირონამ" 2019 წელს 22 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • ქარიმ ბენზემას (რეალი) 2017 წლის მერე საუკეთესო პერიოდი აქვს - ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
  • ბენზემას უკვე 10 გოლი აქვს ლა ლიგაში, ორჯერ მეტი, ვიდრე წინა სეზონის 32 მატჩში.

ლა ლიგა. XXII ტური
უესკა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ენრიკი (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 მ. გომესი (53), 4:0 ავილია (77)

ლევანტე-ხეტაფე 0:0

სოსიედადი-ბილბაო 2:1
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (16), 2:0 ვილიან ჟოზე (45), 2:1 რაულ გარსია (82)
გამოუყენებელი პენალტი: რაულ გარსია (82. ბილბაო)

ბარსელონა-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32-პენ), 1:2 მესი (39-პენ), 2:2 მესი (64)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. ალბა), პიკე, ვერმალენი, სერხი რობერტო - ალენია (66. არტური), რაკიტიჩი, არ. ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (84. მალკომი)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ლატორე - ვასი, კოკლენი (72. კონდოგბია), პარეხო, ჩერიშევი - როდრიგო (79. მინა), გამეირო (40. ფ. ტორესი)

სელტა-სევილია 1:0
გოლი: 1:0 იოკუსლუ (73)
სევილია (3-5-2): ვაცლიკი - მერკადო, კიაერი, ს. გომესი - პრომესი, სარაბია (76. ესკუდერო), ბანეგა, ფ. ვასკესი (69. ამადუ), არანა (35. მესა) - ბენ იედერი, ანდრე სილვა

ვილიარეალი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 იბორა (37), 2:0 კასორლა (65-პენ), 2:1 ბონერა (75. ს.კ.), 2:2 როსალესი (81)

ბეტისი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 კანალესი (65-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი (46. ლუიშ ფილიპე), ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ხუანფრანი - ა. კორეა (75. კალინიჩი), როდრი ერნანდესი, თომასი, ლემარი (63. ვიტოლო) - მორატა, გრიზმანი

ეიბარი-ჟირონა 3:0
გოლები: 1:0 პენია (37), 2:0 შარლესი (46), 3:0 შარლესი (57-პენ)

რეალი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (30), 2:0 ვინისიუსი (80), 3:0 მარიანო დიასი (91)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი - ბეილი (63. ასენსიო), ბენზემა (75. მარიანო დიასი), ვინისიუსი (87. ისკო)


ორშაბათი. 4 თებერვალი
ვალეკანო-ლეგანესი 23:59

ბომბარდირები: 21 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი), იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია).

მომდევნო ტური
8 თებერვალი: ვალიადოლიდი-ვილიარეალი
9 თებერვალი: ხეტაფე-სელტა, ატლეტიკო-რეალი, ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, ჟირონა-უესკა
10 თებერვალი: ლეგანესი-ბეტისი, ვალენსია-რეალ სოსიედადი, სევილია-ეიბარი, ბილბაო-ბარსელონა
11 თებერვალი: ალავესი-ლევანტე.
*

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული