სანტიაგო სოლარი: იმედია, ლა ლიგა "ბარსელონას" არ ეხმარება, თუმცა...

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ მისი კლუბი კალენდრით უკმაყოფილოა.

ჟურნალისტებმა მას კითხეს, ეხმარება თუ არა ლა ლიგა "ბარსელონას.

"იმედია, არა. თუმცა, ეს ცოტა არ იყოს გასაკვირია.

კალენდარი ჩვენ არ შეგვიდგენია, ლა ლიგამ შეადგინა. ჩვენ უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა სოლარიმ.

"რეალი" თვლის, რომ პრიმერას ხელმძღვანელობა უსამართლოდ მოექცა, რადგან "ბარსას" ორივე შეხვედრის წინ ერთი დღით მეტი აქვს დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.

ამ გუნდების პირველი ნახევარფინალური მატჩი 6 თებერვალს ბარსელონაში, განმეორებითი კი 28 თებერვალს
მადრიდში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალი უკვე ეძებს მიზეზს როგორ გაამართლოს მომავალი წაგება
ნოე 9
09:28 06-02-2019
4
რეალი რომ იყოს მსგავს სიტუაციაში მეტი დასვენების დღით, ატყდებოდა ვაი-ვიში ბარსას და მისი ფანების მხრიდან:)))
emigranti
01:45 06-02-2019
6

სიახლეები პოპულარული