7 თებერვალს, ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 1:1 დასრულდა.
"რეალის" მწვრთნელმა სოლარიმ თქვა, რომ მისი გუნდი ფავორიტი იყო და მართლაც, დებიუტში უფრო აქტიურად გამოიყურებოდა, ჯერ კროოსის დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა მოიგერია, ხოლო შემდეგ ბენზემას პასით ვასკესმა ანგარიში გახსნა.
"ბარსელონას" მესის გარეშე უჭირდა იერიშების ორგანიზება, ძირითად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც მალკომი აქტიურობდა და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა: რაკიტიჩმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო სუარესს გოლის გატანა ნავასმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ "ბარსამ" დაწოლა გააძლიერა და მალკომმა ანგარიში 1:1 გახადა. 63-ე წუთზე ვალვერდემ პასიური კოუტინიო მესით შეცვალა და სოლარიმ უმალ საპასუხო სვლა გააკეთა - ვინისიუსის ნაცვლად ბეილი შეუშვა მოედანზე.
თუმცა, შეცვლებით თამაშის სურათი დიდად არ შეიცვალა და "ბლანკოსმა" სასურველ ფრეს მიაღწია.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 28 თებერვალს მადრიდში გაიმართება.
- სერხიო რამოსმა მე-40 კლასიკოში 23-ე ყვითელი ბარათი მიიღო
- "რეალმა" "ბარსას" ზედიზედ 15 მატჩში გაუტანა გოლი
მესიმ "რეალთან" მეშვიდე სათასო შეხვედრაშიც ვერ მოახერხა კარის დალაშქვრა. სულ ლიონელმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 92 008 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 1:1
გოლები: 0:1 ვასკესი (6), 1:1 მალკომი (57)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, სემედო, ლანგლე, არტური, ბუსკეტსი, კოუტინიო (მესი 63), რაკიტიჩი (ვიდალი 63), მალკომი (ალენია 76), სუარესი
რეალი: ნავასი, ვარანი, მარსელო, კარვახალი, რამოსი, კროოსი, ლორენტე (კაზემირო 63), ვასკესი (ასენსიო 84), მოდრიჩი, ვინისიუსი (ბეილი 64), ბენზემა
რეალი: ნავასი, ვარანი, მარსელო, კარვახალი, რამოსი, კროოსი, ლორენტე (კაზემირო 63), ვასკესი (ასენსიო 84), მოდრიჩი, ვინისიუსი (ბეილი 64), ბენზემა
სერხიო ბუსკეტსი: ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება
ლუკას ვასკესი: უკეთესად ვთამაშობდით, ამიტომ ფრე არასამართლიანი შედეგია
მალკომი "ელ კლასიკოს" შემდეგ: ახლა უფრო მეტად მენდობიან, ყოველდღიურად ვიმუშავებ
სანტიაგო სოლარი: მეორე გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა
ერნესტო ვალვერდე: ლეო მესის ძირითადში დაყენება არ გავრისკე - ფავორიტი არც ერთი გუნდი არაა