მალკომი "ელ კლასიკოს" შემდეგ: ახლა უფრო მეტად მენდობიან, ყოველდღიურად ვიმუშავებ

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასზე მადრიდის "რეალთან" ფრედ (1:1) დამთავრებული მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა მალკომმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მისთვის ძირითად შემადგენლობაში თამაში რთული იქნება.

"ახლა უფრო მეტად მენდობიან. ყოველდღიურად ვიმუშავებ, რომ გავიზარდო. რთული იქნება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას, რომ მე-14 ან მე-15 მოთამაშე ვიყო. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის" - განაცხადა ბრაზილიელმა.

კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი 27 თებერვალს მადრიდში გაიმართება.

alt"რეალმა" "ბარსელონასთან"

სასურველ ფრეს მიაღწია - ყველაფერი მადრიდში გადაწყდება [VIDEO]

altერნესტო ვალვერდე: ლეო მესის ძირითადში დაყენება არ გავრისკე - ფავორიტი არც ერთი გუნდი არაა

altსანტიაგო სოლარი: მეორე გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა უშავს, ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან ფრეზე ითამაშებ. ბარსას ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები არიან ამ რთული კალენდრით და ამიტომ ცოტათი თუ არ დაისვენეს, არ ვიცი ენერგია სადამდე ეყოფათ. (მართალია სოლარი გვამუნათებს, რომ ჩვენ უკეთესი კალენდარი გვაქვს და "ვიღაც ვიღაცეები გვეხმარემიან" სასაცილოა) რამის ყოველ "მეორე დღეს" არის თამაშები, და ძალის და ენერგიის აკრეფა არის ძალიან ძნელი. ბოლოს დ ბოლოს ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და არა რობოტები. ბარსა გვჯერა შენი!
გია1
13:14 07-02-2019
0

სიახლეები პოპულარული