თავდამსხმელ მაურო იკარდის "ინტერის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს.
იკარდის კაპიტნობა ჩამოართვეს და გუნდისთავი 34 წლის მეკარე სამირ ჰანდონოვიჩი გახდა.
Football Italia-ს ცნობით, იკარდი ნერიაძურიმ "რაპიდთან" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალური მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
როგორც იუწყებიან, ყველაფერ ამის მიზეზი ისაა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იკარდის ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ და სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავდნენ.
მან ამ სეზონში სერია A-ს 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა (3 პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.