ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა - ამის შესახებ კატალონიელთა ვებგვერდი იუწყება.

ვალვერდეს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტმა - ხოსეპ მარია ბართომეუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ბასკი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს.

ახალი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა მასში არსებული ერთ-ერთი პირობის მიხედვით, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2017 წელს დაიკავა და კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი
მოიგო.

alt"ბარსელონა" "ბილბაოს" დაუზავდა და "რეალს" 6 ქულით უსწრებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული