"ბარსელონამ" 1:0 მოიგო - ლეო მესის ზედიზედ 11 წელიწადია მინიმუმ 30 გოლი გააქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს, ლა ლიგას 24-ე ტურში "ბარსელონამ" სახლში 1:0 მოუგო "ვალიადოლიდს".

შესვენებზე გასვლის წინ ჟერარ პიკეს მონადირებული პენალტი ლეო მესიმ გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში უკვე 30 გოლი გაიტანა და მინიმუმ 30 გოლი ყოველ უკანასკნელ 11 წელიწადში გააქვს.

მესის თერთმეტრიანით დუბლის შესრულება შეეძლო (კოუტინიოს მოცელვისთვის დაინიშნა), მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე ჟორდი მასიპმა მოიგერია, რომელიც სხვათა შორის, "ბარსას" აღზრდილია დ 2017 წელს გადავიდა "ვალიადოლიდში".

მესიმ კარიერაში 106 პენალტიდან 24 ვერ გამოიყენა.

"ბარსელონა" 64 ქულით პირველ ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "სევილიას"
შეხვდება, იქამდე კი 20 თებერვალს  ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე "ლიონს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 67 435 მაყურებელი
ბარსელონა - ვალიადოლიდი 1:0
გოლი: მესი (43, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (85)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული