ჟერარდ პიკე: ყოჩაღად ვერ ვითამაშეთ - გადაღლილები ვიყავით

AutoSharing Option
ლა ლიგას 24-ე ტურში "ვალიადოლიდთან" მოგებული მატჩი (1:0) "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ასე შეაფასა.

"ყოჩაღად ვერ ვითამაშეთ, საუკეთესო შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. კარგია, რომ მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ. სამშაბათს უკეთ ასპარეზობა გვმართებს.

როდესაც სწრაფად არ ვუტევთ და არ ვაკონტროლებთ თამაშს, უფრო სუსტი გუნდი ვართ. ჩვენ ეს ვიცით, მეტოქეებმაც.

წინ ბერვი მატჩი გვაქვს და როდესაც 3-4 შეხვედრას ზედიზედ ატარებ, ფეხები გეღლება. დასვენება? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ხანდახან მეკითხება, მზად ვარ თუ არა და მე ვპასუხობ, რომ გუნდის განკარგულებაში ვარ.

პენალტის ეპიზოდი? შემეხნენ
და წამაქციეს. ვფიქრობ, წესების დარღვევა იყო. შეიძლება ტელევიზორში სხვაგვარად მოსჩანდა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალმა წააგო და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ბარსაზე ვიძახოდი "ლეგანესი და ალავესი" და აგერ ჟირონასთან არ წავაგეთ?! გამახსენდა ანდაზა ნუ "დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო"! გთხოვთ არ დამბლოკოთ
ამაშია საქმე
17:04 17-02-2019
0
გადაღლილები კი არა ტყილა არ უნდა წაიქცე დღეს მსაჯმა გაჩუქად ორი ქულა და ეგ არის.
maxo
14:09 17-02-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული