"რეალის" ექს-მწვრთნელს ჯონ ტოშაკს მიაჩნია, რომ მის ყოფილ გუნდს სერიოზული საკადრო ცვლილებები სჭირდება.
"რეალს" მარტო მარსელო კი არა, ნახევარი შემადგენლობა შესაცვლელი ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდის თამაში გაუარესდა. ვერ ვუარყოფთ, რომ ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია.
გოლები და მოგებული ტურნირები ამის დასტურია. ვფიქრობ, "ატლეტიკოსთან" მაგრად იასპარეზებს. მას შეუძლია მადრიდულ გუნდს პრობლემები შეუქმნას", - განუცხადა ტოშაკმა "მარკას".