ლეო მესის ჰეთ-თრიკით და საგოლე გადაცემით "ბარსელონამ" "სევილიას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "სევილიას" 4:2 მოუგო.

ჰეთ-თრიკი "ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ შეასრულა და მან კომპენსირებულ დროში ლუის სუარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მესიმ 50-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა (რონალდოს ანგარიშზე 51 ჰეთ-თრიკია). მან "სევილიას" ჯამში 28 გოლი გაუტანა და ერთი ფეხბურთელის მიერ ერთი გუნდის კარში გატანილი გოლების მაჩვენებლით პრიმერას რეკორდი დაამყარა. ისე, კი ამ ანდალუსიური გუნდის კარი ყველა ტურნირზე 35 მატჩში 36-ჯერ დალაშქრა.

ბლაუგრანას ფორვარდმა ლუის სუარესმა ხუთმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

"ბარსელონა" 57 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს,
"ატლეტიკოს" 10 ქულით უსწრებს, რომელიც ამ ტურის შეხვედრას ხვალ "ვილიარეალთან" ჩაატარებს.

ხვალვე "რეალი" სტუმრად "ლევანტეს" შეხვდება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 40 661 მაყურებელი
სევილია - ბარსელონა 2:4
გოლები: 1:0 ნავასი (22), 1:1 მესი (26), 2:1 მერკადო (42), 2:2 მესი (67), 2:3 მესი (85), 2:4 სუარესი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 5 /
პელეს თამაშიც მახსოვს, მარადონასიც რასაკვირველია. მესი მაინც მაოცებს, შეუდარებელია!
მერაბი
14:36 25-02-2019
1
მაგარია და შეე..კითხეთ თუ გინდათ :))))
მიროსან
23:23 23-02-2019
3

სიახლეები პოპულარული